უკრაინის კულტურული დიპლომატიის თვე 2022

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
This page is a translated version of the page Ukraine's Cultural Diplomacy Month 2022 and the translation is 100% complete.

უკრაინის კულტურული
დიპლომატიის თვე 2022

17 თებერვალი – 17 მარტი    

[სოციალური მედია: #UCDMonth] · [ბმული აქ: ucdm.wikimedia.org.ua]    



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წერის გამოწვევაში, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს უკრაინული კულტურის გაშუქება ვიკიპედიაზე!
  • რა: ეს არის წერის საჯარო კონკურსი, რომლის მიზანია შეიქმნას და გაუმჯობესდეს სტატიები უკრაინის კულტურისა და ხალხის შესახებ ვიკიპედიის რაც შეიძლება მეტ ენაზე. სტატიების სია, რომელზეც ფოკუსირება უნდა მოხდეს, მოწოდებულია გამოწვევის უკრაინელი ორგანიზატორების მიერ. ყველაზე აქტიური მონაწილეები მიიღებენ პრიზებს.
  • როდის: კონკურსი იწყება 00:01, 17 თებერვალი 2022 (UTC) და სრულდება 23:59, 17 მარტი 2022 (UTC).
  • როგორ: კონკურსი მარტივი 4 ნაბიჯისგან შედგება: შეარჩიეთ სტატიები, რომლებზეც იმუშავებთ → მიიღეთ ქულები თქვენს ნამუშევარში → რაც შეიძლება ბევრი ქულა მოიპოვეთ → მიიღეთ ჯილდო თქვენი წვლილისთვის!
  • ვინ: ნებისმიერ ვიკიპედიელს, რომელსაც აქვს შექმნილი ანგარიში ნებისმიერ ვიკიზე, შეუძლია მონაწილეობის მიღება; უკრაინულ კულტურასთან დაკავშირებული სტატიების ნებისმიერ ენაზე დაწერასა და/ან თარგმნაში. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ მონაწილეთა განყოფილებაში.
  • რატომ: კონკურსი ტარდება Wikimedia Ukraine-ის მიერ უკრაინის ინსტიტუტთან და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვიკიპედიას აკლია სტატიები სხვადასხვა თემაზე და ამ კონკურსის მეშვეობით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაუმჯობესებთ სტატიებს უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენების შესახებ. უკრაინული კულტურის ვიკიპედიის სტატიების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენს მკითხველებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხის ინფორმაცია.