User:Deu/Dormiunt leges aliquando

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
(Redirected from User:Deu/Sandbox)
Dormiunt leges aliquando, nunquam moriuntur

Chapter one

  • Beginning: Until 01.09.2014 in the Georgian WIkipedia was the rule, according to which the administrator who within a five-month period does not perform 250 general and 15 administrative processing, would be warned because of inactivity. In the case of repeated one-month inactivity after the warning, the vote on the deletion of admin rights would take place. At that time, the Georgian Wikipedia had nine administrators. Some of them were not very active, but they were active enough to maintain admin rights under the current rule. Some users disliked it and Administrator David1010 initiated a new stricter rule. After just a one-day discussion on this new rule, David1010 began voting to validate his draft. After this unprecedented draft (Compare the rules in other wiki projects), If an administrator within 3 months doesn't make 500 edits and 50 sysop actions, sysop rights will be removed without voting. The vote lasted only one week, during the holiday period.
  • local reviews: I was the first to draw attention to the substantive and formal shortcomings of the vote. In order to avoid false interpretations of my criticism, I first refused my admin rights voluntarily and only then did I criticize the voting process. The main points of my criticism were: excessive severity of the new rule, the vote taken without discussion, the unreasonably short deadline of the vote, the vote without any notification of the applicable administrators and to the intention of the initiators to enforce the new rule retroactively. I did not see in all of this the good motivations for Wikipedia, but rather an attempt to punish specific persons and to avoid unwanted users. After the vote, the user Rastrelli F agreed with me. Although he has not expressed his opinion, but also the administrator Nodar Kherkheulidze has given up his admin rights in the voting period and I perceived it as a protest against voting. Although ITshnik agreed with the content of the new rule, the formal disruptions were unacceptable to him as well.
The adoption of new rule was jealously demanded by the users: David1010, MIKHEIL, Otogi, Jaba1977. As he himself says, the administrator MIKHEIL was also involved in the development process of the draft prior to publication in Wikipedia.
  • Consequences: After the one-day discussion and week-long voting, the new rule came into force retroactively. The rights have been removed for the four administrators. Nodar Kherkheulidze and I resigned. The Georgian Wikipedia has only three administrators left: David1010, MIKHEIL, Otogi. A very bad precedent of the justification of the formal disturbances was created; so also the precedent of important decision-making without discussion.

ნაწილი პირველი

  • დასაწყისი: 2014 წლის 1 სექტემბრამდე ქართულ ვიკიპედიაში მოქმედებდა წესი, რომლის თანახმადაც თუ ადმინისტრატორს ხუთი თვის განმავლობაში არ ექნებოდა მინიმუმ 250 ზოგადი და 15 ადმინისტრაციული რედაქტირება, მიეცემოდა გაფრთხილება უმოქმედობაზე, ხოლო თუ მომდევნო ერთ თვის განმავლობაში იგი კვლავ არააქტიური იქნებოდა, დაინიშნებოდა კენჭისყრა ადმინისტრატორისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ. იმ დროისათვის ქართულ ვიკიპედიას ცხრა ადმინისტრატორი ჰყავდა. ადმინისტრატორთა ნაწილი ნაკლებად აქტიური იყო, მაგრამ მაშინ მოქმედი წესის მინიმალურ ზღვარს სცდებოდა და ინარჩუნებდა ადმინისტრატორის სტატუსს. ეს არ მოეწონა ზოგიერთ ვიკიპედიელს და მომხმარებელმა David1010-მა წამოაყენა ახალი, უფრო მკაცრი წესის შემოღების იდეა. ქართული ვიკიპედიის ფორუმზე მხოლოდ ერთდღიანი განხილვის შემდეგ კი მომხმარებელმა David1010-მა წამოიწყო კენჭისყრა. მის მიერ ინიცირებული უპრეცედენტოდ მკაცრი წესის თანახმად (შდრ. სხვაენოვანი ვიკიპედიების მიდგომებს), თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთმევა ადმინისტრატორის სტატუსი. კენჭისყრა გაგრძელდა ერთი კვირა და ჩატარდა იმ პერიოდში, როცა ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქალაქგარეთ იყო წასული დასასვენებლად.
  • ლოკალური შეფასებები: ქართულ ვიკიპედიაში პირველი, ვინც კენჭისყრის შინაარსობრივ და ფორმალურ გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება, ვიყავი მე, მომხმარებელი Deu. ჩემი კრიტიკის არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, ჯერ გადავდექი ადმინისტრატორობიდან და შემდეგ გავაპროტესტე მიმდინარე კენჭისყრა. ჩემი კრიტიკა ძირითადად შეეხებოდა ახალი წესის გადაჭარბებულ სიმკაცრეს, კენჭისყრის სათანადო განხილვის გარეშე წამოწყებას, არასათანადოდ შემჭიდროებულ ვადებს, ადმინისტრატორებისათვის მიმდინარე კენჭისყრის შესახებ შეუტყობინებლობას და იმ ფაქტს, რომ წესის მიღების შემდეგ მისი ინიციატორები უკუძალით მის ამოქმედებას აპირებდნენ. ამაში მე თავიდანვე დავინახე არა ვიკიპედიისათვის სასიკეთო ქმედება, არამედ კონკრეტული პიროვნებების „სიზარმაცისათვის“ დასჯა და ვიკიპედიიდან ჩამოშორების მცდელობა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მე დამეთანხმა ასევე მომხმარებელი Rastrelli F. კენჭისყრის შესახებ აზრი არ გამოუხატავს, მაგრამ იმ პერიოდში თავისი სურვილით გადადგა ადმინისტრატორი Nodar Kherkheulidze, რაც მე ერთგვარ პროტესტად აღვიქვი. მომხმარებელმა ITshnik-მა მართალია მოიწონა ახალი წესის შინაარსობრივი ნაწილი და მხარი დაუჭირა მის მიღებას, მაგრამ ფორმალური წინაპირობების დარღვევა მანაც გააკრიტიკა.
ახალი წესის მიღებას თავგამოდებით ითხოვდნენ მომხმარებლები David1010, MIKHEIL, Otogi, Jaba1977. აღსანიშნავია, რომ MIKHEIL-ი ამ წესის პროექტის შემუშავების პროცესში ვიკიპედიაში გამოქვეყნებამდეც იყო ჩართული, როგორც თავად წერს.
  • შეფასებები გარედან: 2016 წელს მომხმარებელმა MIKHEIL-მა მონაწილეობა მიიღო სტიუარდების არჩევნებში, სადაც მას კითხვები ამ კენჭისყრის შესახებ დაუსვეს. მომხმარებლებმა Rschen7754, Vfrickey, Hedwig in Washington, Nannadeem, Rax, Taivo, Ah3kal მიხეილის მიერ საკამათო კენჭისყრაში აქტიური ჩართულობა შეაფასეს უარყოფითად, როგორც არასასურველი მომხმარებლების მოშორების მცდელობა.
  • შედეგები: ერთდღიანი განხილვისა და ერთკვირიანი კენჭისყრის შემდეგ წესი უკუძალით ამოქმედდა. ოთხ ადმინისტრატორს სტატუსი ჩამოერთვა. მე და მომხმარებელმა Nodar Kherkheulidze-მ კი ადმინისტრატორობაზე კენჭისყრის დასრულებამდე ვთქვით უარი. ქართულ ვიკიპედიას დარჩა სამი ადმინისტრატორი: David1010, MIKHEIL, Otogi. შეიქმნა ფორმალური დარღვევების გამართლების ცუდი პრეცედენტი; განხილვის გარეშე კენჭისყრით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტი.

Chapter two

  • Vote as the only mechanism of approval of the rule: This bad precedent, which many users did not respond to, was the basis for the misinterpretation and abuse of the Wiki vote. The users David1010, MIKHEIL, Jaba1977 presented the vote as a definitive way to make an important decision.
In 2006, the user Jaba1977 initiated the new regulation to remove all new articles under 5000 bytes in Georgian Wikipedia. In the beginning, the constructive discussion began, many users had critical questions to pinpoint details of the draft. But suddenly, on the fourth day after the beginning of the discussion, the user Jaba1977 said that the development of the discussion did not correspond to his original idea and it was bad that such a discussion could last indefinitely. Immediately, the vote started by the bureaucrat David1010 followed him to approve the new rule once and for all. A large proportion of users (Jafara777, SHOTHA, Giorgi13, Saliner, Zangala, Tokoko, BRUTE, Otogi, Deu) called for a cessation of the vote without formal requirements because the discussion had just started and the voting draft was satisfactory only to the initiators. Nevertheless, the two bureaucrats David1010, MIKHEIL and user Jaba1977 refused to stop voting and pointed out to express our resistance in our negative voices. The organizers of the vote did not want to hear anything and ignored all our arguments. The user MIKHEIL once again tried to discredit the not so active but very experienced users and said that in the discussion uttered opinions of the users are not interesting because of the momentary low activity of the concrete users. In order to avoid an unclear and unfair regulation, most opponents of the vote were forced to participate in illegitimate voting. The majority of authors of negative voices focus on formal disturbances. As a result, the new regulation did not come into force, but the unlawful vote enjoyed legitimacy. It is interesting that in the summary of the vote mentioned user David1010 not once the strict opposition of the users BRUTE and Otogi who did not participate in the vote, but expressed their opinions several times in discussion. The bureaucrat David1010 has not attributed my voice to negative voices either, perhaps because I did not put the icon of opposition at the beginning of my commentary.
Unfortunately, this process once again solidified the above-mentioned bad precedent.

ნაწილი მეორე

  • კენჭისყრა — წესის დამტკიცების მექანიზმი: ამ ცუდმა პრეცედენტმა, რომელზედაც წინააღმდეგობა ბევრს არ გამოუხატავს, საფუძველი მისცა ვიკიპედიური კენჭისყრის არასწორ ინტერპრეტაციას და ამ მექანიზმის ბოროტად გამოყენებას. მომხმარებლებმა David1010, MIKHEIL, Jaba1977-მა კენჭისყრა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შეუქცევად გზად წარმოაჩინეს.
2016 წელს მომხმარებელმა Jaba1977-მა წამოაყენა ინიციატივა, რომ 5000 ბაიტზე ნაკლები მოცულობის ახალი სტატიები წაშლილიყო. განხილვა თავიდან კონსტრუქციულად წარიმართა, არაერთმა მომხმარებელმა გამოხატა თავისი აზრი, დაისვა კრიტიკული შეკითხვები დეტალების დასაზუსტებლად. თუმცა, მოულოდნელად, განხილვის დაწყებიდან მეოთხე დღეს მომხმარებელმა Jaba1977-მა განხილვის მონაწილეებს მიმართა, რომ განხილვა თავდაპირველ იდეას ასცდა და, მისი თქმით, ასე შეიძლება განხილვა უსასრულოდ გაგრძელდეს. მომხმარებელმა David1010-მა კი მაშინვე წამოიწყო კენჭისყრა ახალი წესის შეუქცევადად დამტკიცებისათვის. მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა (მომხმარებლები Jafara777, SHOTHA, Giorgi13, Saliner, Zangala, Tokoko, BRUTE, Otogi, Deu) მოითხოვა კენჭისყრის შეჩერება ფორმალური წინაპირობების დარღვევის გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ განხილვა ახალი დაწყებული იყო და კენჭსაყრელი წესის დეტალები სრულად მხოლოდ იდეის ავტორებს აკმაყოფილებდათ. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ კენჭისყრის შეჩერებას გამორიცხავდნენ ბიუროკრატები MIKHEIL და David1010, მომხმარებელი Jaba1977 და მიგვითითებდნენ, რომ ჩვენი წინააღმდეგობა კენჭისყრაში დაგვეფიქსირებინა. კენჭისყრის ორგანიზატორებს არაფრის გაგონება არ სურდათ და ჩვენს არგუმენტებს უბრალოდ არ პასუხობდნენ. მომხმარებელი MIKHEIL კი კიდევ ერთხელ ღიად შეეცადა იმ პერიოდში ნაკლებად აქტიური მაგრამ ძალიან გამოცდილი ვიკიპედიელების დისკრედიტაციას და აღნიშნა, რომ განხილვაში მონაწილე მომხმარებელთა აზრი ნაკლებად საინტერესოა მათი ნაკლებად აქტიურობის გამო. კიდევ ერთი ჩამოუყალიბებელი და გაუმართლებელი წესის დამტკიცება რომ აერიდებინათ თავიდან, კენჭისყრის ჩატარების მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა, საბოლოოდ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში: უარყოფითი ხმების ავტორთა უმრავლესობა სწორედ ფორმალურ წინაპირობათა დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ამის შედეგად წესი არ დამტკიცდა, მაგრამ ფორმალურად გაუმართავმა კენჭისყრამ ლეგიტიმაცია შეიძინა. საინტერესოა, რომ კენჭისყრის შეფასებისას მომხმარებელმა David1010-მა არ გაითვალისწინა მომხმარებლების BRUTE-ს და Otogi-ს აზრი, რომლებსაც მონაწილეობა კენჭისყრაში არ მიუღიათ, მაგრამ თავიანთი უარყოფითი აზრი გამოხატეს ფორუმში. ბიუროკრატმა David1010-მა არც ჩემი ხმა მიათვალა უარყოფით ხმებს, ალბათ იმიტომ, რომ უარყოფითი ხმის ხატულა კომენტარის თავში არ დავსვი.
სამწუხაროდ, ამ პროცესმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოთხსენებული ცუდი პრეცედენტი.

Chapter three

ნაწილი მესამე

Chapter four

It should be noted that bureaucrat David1010 prohibited all users verbally express their opinions during the vote. Pro or contra votes just had to be made using a special template without any comment. Therefore, David1010 removed all comments from the users participating in the vote. Such a practice established during the previously rewieved votes. This practice is disrespectful to the participants in the vote, who are only seen as statistical units.

ნაწილი მეოთხე

  • შერჩევითი სამართალი: გავიხსენოთ ნაწილი პირველი. MIKHEIL იყო ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერი ადმინთა აქტიურობის გამკაცრებული წესისა. თუმცა, ახლა, როგორც გაირკვა, მიხეილი სულ მცირე იანვრიდან მოყოლებული ვერც ერთი სამი თვის განმავლობაში ვერ აღწევდა თავის დროზე მის მიერვე აქტიურად მხარდაჭერილი წესით განსაზღვრულ 500 ზოგადი რედაქტირების ზღვარს (იხ. მისი აქტიურობა სამთვიან შუალედებში: იანვარი-მარტი, თებერვალი-აპრილი, მარტი-მაისი, აპრილი-ივნისი, ასევე 17 აპრილიდან 17 ივნისამდე). არააქტიურობა ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი დასაზრახი. მაგრამ არაღირსეულია ის, რომ ჩემს მითითებაზე, შესრულდეს წესი, ადმინისტრატორი იწყებს თავის დაცვას გრამატიკის ნორმათა თავდაყირა დაყენებით, შემდეგ კი ერთი საათის ინტერვალში აკეთებს ყოვლად უაზრო ცვლილებებს თარიღების სტატიებში. ამის შემდეგ კი იგი წერს, რომ 18 ივლისის მდგომარეობით მას 500 რედაქტირებაზე მეტი აქვს და ვერ ჩამოვართმევთ სტატუსს. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, რომ მთელი ნახევარი წელი ზღვარი არაა გადალახული, მათ შორის 17 ივლისის მდგომარეობით. MIKHEIL გვეუბნება, რომ ჩვენ ის უნდა გამოვიჭიროთ და რადგან მთელი ნახევარი წელი ვერ გამოვიჭირეთ, ახლა ვეღარაფერს დავაკლებთ. სამწუხაროა, რომ ამ ნარატივს დაეთანხმა წესის ავტორი ადმინისტრატორი David1010-ც, რომელიც თავის დროზე წერდა, რომ ძველი წესი იმიტომ შეიცვალა, რომ იგი „ადმინისტრატორს უფლებას აძლევდა 5 თვე დაესვენა და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეენარჩუნებინა სტატუსი“. David1010 თავის დროზე იმასაც წერდა, რომ ახალი წესის მიხედვით სტატუსის მოხსნა ავტომატურად მოხდებოდა, „თუ სამი თვეში ის წვლილი არ გექნა ეგ ნიშნავს, რომ ადმინი აღარ ხარ“.
  • ვიკისაზოგადოების რეაქცია: MIKHEIL-ისთვის ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით 19 ივლისიდან 31 ივლისამდე მიმდინარე განხილვაში მომხმარებელთა შორის იყო სრული თანხმობა: მოქმედი წესის საფუძველზე სტატუსის მოხსნას ითხოვდნენ მომხმარებლები Giorgi13, Surprizi, Beqabai, Gobrona, Giorgi Balakhadze, გიორგი ჩუბინიძე, Zangala, SHOTHA, Fiqriasidamonize, პაატა შ და მე. მოგვიანებით, MIKHEIL-ს თავისი ნებით გადადგომა ურჩია მომხმარებელმა Melberg-მაც. მე და სხვა მომხმარებლებიც ველოდებოდით მიხეილის ღირსეულ ნაბიჯს. მაგრამ რადგან თავად MIKHEIL-იცა და მეორე ბიუროკრატი David1010-ც (აგრეთვე ზემოთგანხილული კონკურსის ჟიურის წევრები Mehman97 და Jaba1977) ამ ხნის განმავლობაში სრულ იგნორირებას უკეთებდნენ საზოგადოების რეაქციას სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, მე მივმართე სტიუარტებს, რომ ქართულ ვიკიპედიაში მოქმედი წესის შესაბამისად MIKHEIL-ს ჩამორთმეოდა ადმინისტრატორის სტატუსი.
  • აღშფოთება: ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორებმა, ბიუროკრატებმა და მომხმარებელმა Mehman97-მა მხოლოდ მას შემდეგ დაგვინახეს ქართული ვიკისაზოგადოება, რაც მე სტიუარტებს მივმართე. Mehman97-მა პირველად სწორედ მეტაზე გამოხატა რეაქცია, შემდეგ კი ქართულ ვიკიპედიაში განაცხადა, რომ მიხეილის ადმინისტრატორის სტატუსის ბედი კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა, რადგან თითქოსდა სტატუსის მოხსნის შესახებ წესი ბუნდოვანია. ამავე დროს Mehman97 სარკასტულად მომმართავს, რომ თურმე მე შემოვიღე ასეთი ბუნდოვანი წესი. სხვათა შორის, მოქმედი წესი გარკვევით ამბობს, რომ არააქტიურობის შემთხვევაში ადმინისტრატორს სტატუსი კენჭისყრის გარეშე უწყდება. Mehman97-ის შემოთავაზება კენჭისყრის თაობაზე აიტაცა ბიუროკრატმა David1010-მა და დანიშნა კენჭისყრა, რომელსაც 5 დღის განმავლობაში უნდა გადაეწყვიტა MIKHEIL-ის სტატუსის ბედი. David1010-ის თქმით, მე უფლება არ მქონდა, ბიუროკრატების გვერდის ავლით მიმემართა სტიუარტებისთვის და გაიკვირვა, როგორ ვიკადრე ეს.
  • მეგობრებით თამაში: კენჭისყრის არალეგიტიმურობის გამო, რა თქმა უნდა, განხილვაში მონაწილე ბევრმა მომხმარებელმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. სამაგიეროდ, ადმინისტრატორთა მხირდან აშკარად ადგილი ჰქონდა მეგობრებით თამაშს. ამაში დასარწმუნებლად MIKHEIL-ის ადმინისტრატორობის შენარჩუნების მომხრეთა წვლილის გადახედვაც კმარა: Nina1009 არის სწორედ იმ პლაგიატური სტატიის ავტორი, რომელსაც პრიზს ჰპირდებოდნენ MIKHEIL, Jaba1977 და Mehman97; მომხმარებლებს დავით ბანცაძეს, ლერი ზივზივაძეს, Daliladalo-ს, Ani.loladze-ს სათანადო წვლილი არა აქვთ; მომხმარებელ Nino270201-ს ბოლო ორი წლის განმავლობაში წვლილი საერთოდ არ აქვს და მოულოდნელად სწორედ ამ კენჭისყრაში ჩნდება; MIKHEIL-ის ადმინისტრატორობის შენარჩუნების მომხრე მომხმარებელთა უმრავლესობას პირად გვერდზე ვიკი-მასწავლებლად მითითებული ჰყავთ მომხმარებელი Jaba1977 ანდა საერთოდ არ აქვთ პირადი გვერდი შექმნილი. მომხმარებელმა Rgeti15 პირდაპირ თქვა, რომ მას ვიკიპედიის გარეთ მისწერეს, რომ ეს კენჭისყრა მიმდინარეობდა. მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძემ კი აღიარა, რომ ამ მომხმარებელთაგან იგი წარსულში იყო მეგობრებით თამაშის მსხვერპლი. ამ მომხმარებელთა უმრავლესობა არის Wikimedia Community User Group Georgia-ს აქტიური წევრების MIKHEIL, Jaba1977, David1010 და Mehman97 მიერ ჩატარებული და ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებით მოზიდული ახალი მომხმარებლები, რაც ძალიან დადებითი ფაქტია. მაგრამ მათი რესურსის გამოყენება პირადი მიზენებისათვის და მეგობრებით თამაში არის ძალიან ცუდი ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ David1010-მა კენჭისყრაში მონაწილეობისას ყველას აუკრძალა აზრის გამოხატვა სიტყვებით; საკუთარი პოზიცია მომხმარებლებს მხოლოდ სპეციალური თარგითა და ხელმოწერით უნდა დაეფიქსირებინათ. ამიტომ David1010 შლიდა სხვა მომხმარებლის კომენტარებს კენჭისყრიდან. ასეთი პრაქტიკა წინა კენჭისყრებზე ჩამოყალიბდა. ეს პრაქტიკა მომხმარებელთა აზრის უპატივცემულობაა და მათ მხოლოდ სტატისტიკურ ერთეულებად აქცევს.

Request

  • To the stewards: Please, do not say that it is about internal problems that should be solved locally. It is simply impossible if all Admin + rights are concentrated in three persons and all critical views are spoiled from the beginning by threats, discrediting of unwanted users, violation of free speech, unfounded ban on users. Any constructive discussion will be turned into unlawful voting. Implementation of the decision thus made is also under their power. In such situation we lose very experienced users who no longer feel like working in spoiled Wikipedia. So am I, so is the user Rastrelli F and the others too. That's why I ask for your appropriate response. In an emergency you have the right to intervene in local wiki projects. And there is indeed an emergency.
Removal of admin rights in Georgian Wikipedia must be carried out only by a steward. You know the rule of Georgian Wikipedia. You know that voting after that is not a prerequisite for removing the admin rights. Only you are allowed to make the final decision as to whether the conditions for removing the rights exist.
You could express your opinion about the situation in Georgian Wikipedia. It would be very important because your opinion is respected in Georgian Wikipedia and is even considered a law.
Please do not be indifferent.
  • To Wikimedia Foundation: I thank you for your very reasonable response to the unfair competition. Unfortunately, the Georgian Wikipedia community has not received any apology from the jury. Personally, I do not need an apology. I just demand stopping the prosecution, discrediting and unfair charges against me and other users. Your contribution would be very important in that. Users Mehman97, MIKHEIL, Jaba1977, David1010 talk to us on behalf of the Wikimedia Community User Group Georgia. But this group is not just one of them. And if they can not answer the specific questions, they simply forbid us to continue discussing.

I hope for your appropriate reaction once again. Deu. 07:17, 30 September 2018 (UTC)

თხოვნა

  • სტიუარდებს: გთხოვთ, ნუ იტყვით, რომ ეს ყველაფერი ქართული ვიკიპედიის შიდა საკითხებია და ადგილობრივად უნდა მოგვარდეს. ეს უბრალოდ შეუძლებელია, როცა ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის თანამდებობები სამი პიროვნების ხელშია თავმოყრილი და ყოველი კრიტიკული მოსაზრება თავშივე იბლოკება, მუქარით, არასასურველ მომხმარებელთა დისკრედიტაციით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, მომხმარებელთა დაუსაბუთებელი ბლოკირებით. ნებისმიერი კონსტრუქციული მათთვის არასასურველი განხილვა სრულდება არალეგიტიმური კენჭისყრებით, მეგობრებით თამაშით. ამ სახით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება კი ისევ მათ ხელშია. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვკარგავთ ძალიან გამოცდილ მომხმარებლებს, რომელთაც სურვილი უქრებათ ვიკიპედიაში მუშაობის. ასეთი გახლავართ მეც, ასეთია მომხმარებელი Rastrelli F და კიდევ სხვებიც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში წავიდნენ აქტიური ვიკიპედიიდან. ამიტომ თქვენ გთხოვთ რეაგირებას, თქვენ გაქვთ განსაკუთრებულ ვითარებაში ადგილობრივ პროექტში რეაგირების უფლება და სწორედ ეს ვითარებაა ახლა შექმნილი.
ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ სტიუარდის უფლებამოსილებაა: თქვენ იცნობთ ქართულ ვიკიპედიაში მოქმედ წესს, იცით, რომ ეს წესი არ ითვალისწინებს განხილვას და კენჭისყრას; არის თუ არა ამ წესის წინაპირობები დამდგარი, გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ.
თქვენ შეგიძლიათ აზრი გამოხატოთ ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თქვენს აზრს ქართულ ვიკიპედიაში პატივს სცემენ და მას თითქმის კანონის ძალა ექნება.
გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები.
  • ფონდ ვიკიმედიას: მადლობას გიხდით, რომ ჩაერიეთ უსამართლო კონკურსის მოვლენებში. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართულ ვიკისაზოგადოებას არ მიგვიღია ბოდიში კონკურსის ჟიურის წევრებისაგან. პირადად მე ამ ბოდიშს არც ვითხოვ. მე ვითხოვ, რომ შეწყდეს ჩემი და სხვა მომხმარებლების დევნა, დისკრედიტაცია და უსამართლო ბრალდებები სპეკულაციის შესახებ. ამაში კი თქვენი წვლილი მნიშვნელოვანი იქნებოდა. მომხმარებლები Mehman97, MIKHEIL, Jaba1977, David1010 ვიკისაზოგადოებას მოგვმართავენ Wikimedia Community User Group Georgia-ს სახელით, მაშინ, როცა ეს ჯგუფი ყველას გვეკუთვნის. ხოლო როცა მათ კრიტიკულ შეკითხვებს უსვამენ, განხილვის შემდგომ გაგრძელებას გვიკრძალავენ.

იმედი მაქვს თქვენი ადეკვატური რეაგირების. პატივისცემით, Deu. 11:39, 8 September 2018 (UTC)