Jump to content

User:Marikuna-115/WMCEE2024 report

From Meta, a Wikimedia project coordination wiki

მოგესალმებით, მე მარიამი ვარ და მსურს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა 2024 წლის კონფერენციაზე მიღებულ ჩემს გამოცდილებაზე გესაუბროთ. აღნიშნულ ყოველწლიურ შეხვედრას ამჯერად, სტამბოლში, ვიკიმედია თურქეთის საზოგადოება მასპინძლობდა, მე კი მას როგორც ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წარმომადგენელი ვესწრებოდი.

ლოკაცია

[edit]

ღონისძიება ჰასანფაშას გაზჰანეს ტერიტორიაზე გაიმართა, რაც იყო ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ლოკაცია, ასევე საზოგადოებისა და ახალგაზრდების შეკრების ადგილი, ბევრი გარე სივრცით, დასასვენებელი ტერიტორიით, ეს კი აჩენდა ქალაქის შუაგულში კომფორტულ, რეკრეაციულ ზონაში ყოფნის განცდას და თავის მხრივ ზრდიდა უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მუშაობის სურვილს.

სწორედ მსგავსმა გარემომ უზრუნველყო ათობით ქვეყნის წარმომადგენელთა დაახლოება, ერთმანეთის გამოცდილების აქტიური გაზიარება, ახალი კონტაქტების დამყარება და საერთო ინტერესის მქონე ადამიანების მოტივირება.

სესიები

[edit]

კონფერენციის მონაწილეთაგან რამდენიმე წევრს მოგვეცა შესაძლებლობა სწავლების დღეს დავსწრებოდით ასაფ ბარტოვის ვორქშოპს გუნდის ფასილიტირებისა და ორგანიზაციული უნარების გამომუშავების საკითხებზე. ვთვლი, რომ მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ ვიკი-საზოგადოებასთან, არამედ ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობისა და მუშაობის პროცესში გამოსაყენებელი თეორიულ-პრაქტიკული შესაძლებლობებია.

ლინკები

[edit]

ფოტოები
გახსნის ცერემონია