ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი/მოხსენებები/2016

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
This page is a translated version of the page Wikimedia Community User Group Georgia/Reports/2016 and the translation is 100% complete.
Wikimedia Community User Group Georgia

2016
მოხსენება


აქტივობების მოხსენება: 2016

ვიკიპედია 15

2016 წლის 15 იანვარს, „ვმ საქართველოს“ წევრების ინიციატივით გაიმართა ვიკიპედიის 15 წლის იუბელეზე მიძღვნილი ღონისძიება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიებას დაესწრნენ გამოცდილი ვიკიპედიელები და სტუმრები, ასევე დაინტერესებული პირები. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა მედიაში. საქრათველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამას რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც „ვმ საქართველოს“ წევრებმა ინტერვიუ მისცეს.

გალერეა

ვიკიგაზაფხული 2016

ვიკიგაზაფხულის ლოგო

ვიკიგაზაფხული 2016 — ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების მიერ და რომლის მიზანია რეგიონის თითოეული ქვეყნის შესახებ სტატიის შექმნა ვიკიპედიაში. ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს ადგილობრივი ძალისხმევის ჩართვას თავისუფალი ცოდნის შეგროვების და გავრცელების მხრივ რეგიონის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ადამიანების შესახებ, აგრეთვე ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას რეგიონის ჩართული მხარეებს შორის და გაზარდოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის შესახებ ცნობადობა გლობალურად. 2016 წლის 21 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით, აღნიშნული კონკურსი ქართულ ვიკიპედიაშივ გაიმართა. ქართულ ვიკიპედიაში კონკურსს ხელი შეუწყო „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ (ვმ საქართველო).

კონკურსის დროს ქართულ ვიკიპედიაში შეიქმნა 205 ახალი სტატია, 17 მონაწილის მიერ. ყველა ახალი სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

ედიტ-ა-ტონი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

2016 წლის 21-22 აპრილს, საქართველოს ეროვნულ მუშაუმში გაიმართა ედიტ-ა-ტონი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ქართულ ვიკიპედიაში ახალი სტატიები შექმნეს.

ვიკიბანაკი

2016 წლის 17-20 ივნისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, „ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, 4 დღიანი „ვიკიბანაკი“ გამართა წყნეტში, სადაც მონაწილეობა საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ბანაკის ფარგლებში გაიმართა ვიკიპედიის რედაქტირების გაკვეთილები და ედიტ-ა-ტონი მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილე 35 საშუალო სკოლის მოსწავლისათვის. ბანაკის დროს, მოსწავლეებმა ქართულ ვიკიპედიაში 35 ახალი სტატია შექმნეს თბილისის ისტორიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბანაკის შემდეგ მომხმარებელთა რიცხვი კვლავ აქტიურია.

„ვიკიბანაკი“ ფართოდ გაშუქდა, გაეცანით ამის შესახებ ონლაინ მედიაში.

სურათი ბანაკიდან

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან

From meeting.

2016 წლის აპრილიდან ივლისამდე, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი თანამშრომლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. პროექტის ფარგლებში, ვიკიპედიის ყველა სტანდარტის გათვალისწინებით შეიქმნა სტატიები ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართული ვიკიპედის საზოგადოებას მხარს უჭერს ონლაინმედიის არხებით.

2016 წლის 21 ივლისს, პროექტის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა UG-GE-ის წევრებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე UG-GE-ის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქართულ ენაზე ვიკიმედიის პროექტების შესახებ. შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე

UG-GE-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლობა

2016 წლის ივნისიდან ივლისამდე, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში შეიქმნა და გაუმჯობესდა Free University of Tbilisi. 132 უზარმაზარი სტატია ანთროპოლოგიის შესახებ. ანთროპოლოგიის კურსის გავლისას, სტუდენტებმა ეს საქმე ფინალური გამოცდის სანაცვლოდ გააკეთეს. სტუდენტების უმეტესობა ქართულ ვიკიპედიაში ჯერ კიდევ აქტიურია. შედეგად, თავისუფალი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, პროექტი ყოველწლიურ სახეს მიიღებს ანთროპოლოგიის კურსზე.

ტრენინგი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

2016 წლის 7-8 ივლისს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, UG-GE-მა ტრენინგი და ედიტ-ა-თონი ჩაატარა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრებისთვის. ტრენინგში 16 მასწავლებელი მონაწილეობდა და შედეგად, მათ რედაქტირების უნარები აითვისეს. ტრენინგი ჩაატარეს UG-GE წევრებმა, რომლებიც ასევე გამოცდილი რედაქტორები არიან ქართულ ვიკიპედიაში.

ფოტოები ტრენინგიდან

ვიკის უყვარს ძეგლები 2016 საქართველოში

2016 წლის სექტემბერში, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს ძეგლები“. ფინანსური მხარე ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელმაც ფონდ ვიკიმედიის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის სამი გამარჯვებული დააჯილდოვა.

კონკურსის ფარგლებში, 71-მა მონაწილემ 6929 ფოტო ატვირთა. „ვიკის უყვარს ძეგლები“ უნიკალური კონკურსია, რომელიც ციფრული ფოტოების წყალობით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის საშუალებას გვაძლევს. დეტალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

გამარჯვებული ფოტოები

ვიკიგაკვეთილი ხულოში

ხულოში
  • პროექტის ხელმძღვანელი: Jaba Labadze.

2016 წლის 3 სექტემბერს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ბორდის წევრმა და ქართული ვიკიპედიის აქტიურმა რედაქტორმა ჯაბა ლაბაძემ აჭარის ქალაქ ხულოს ახალგაზრდებს ვიკი-ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგის დროს, ახალგაზრდები გაეცნენ ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის სპეციფიკას.

ქართულ-ბაშკირული თანამშრომლობის პროექტი

2016 წლის ნოემბერში, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-ბაშკრული ერთობლივი პროექტი. პროექტის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ბაშკირეთის თემატიკის სტატიების შექმნა-გაუმჯობესება და იგივეს გაკეთება ბაშკირულ ვიკიპედიაში საქართველოს თემატიკის შესახებ.

თანამშრომლობის დროს, თითოეულ ქართველ ვიკიპედიელს შეუძლია სტატიის დაწერა ბაშკირეთის შესახებ. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს შეთავაზებული სტატია ან დაწეროს თავისი სურვლისამებრ. პროექტის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში 9 მონაწილემ 910 სტატია შექმნა.

ვიკიპედიის აზიის თვე 2016 საქართველოში

WAM-ის ქართული ბანერი.

2016 წლის ნოემბერში, ქართულმა ვიკიპედიამ პირველად მიიღო მონაწილეობა კონკურსში „ვიკიპედიის აზიის თვე“. ეს გახლავთ ყოველწლიური ონლაინ-ღონისძიება, რომლის მიზანია ვიკიპედიაში აზიის თემატიკის მხარდაჭერა. 2015 წლიდან, ყოველი წლის ნოემბერში, თითოეული მონაწილე საზოგადოება ატარებს ადგილობროვ ონლაინ ედიტ-ა-თონებს ვიკიპედიაში საკუთარ ენაზე. კონკურსის ფარგლებში იქმნება და უმჯობესდება ვიკიპედიის კონტენტი აზის შესახებ, გარდა საკუთარი ქვეყნისა.

კონკურსის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში 9 მონაწილემ 182 ახალი სტატია შექმნა.

მონაწილეობა ვიკიმედიის რეგიონულ და გლობალურ ღონისძიებებში

აღვერანის ვიკიბანაკ

2016 წლის 5 იანვრიდან 11 იანვრამდე, სომხეთის ქალაქ აღვერანში ჩატარდა ვიკიბანაკი მოზარდ ვიკიპედიელთათვის. ბანაკში ქართული ვიკიპედის სამმა რედაქტორმა მიიღო მონაწილეობა: Pkhoveli, Lika Kharazishvili, Suzi16. მათ ვიკიმედის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წარმომადგენელი Jaba1977 ხელმძღვანელობდა.

Wikimedia Conference 2016

WMCON16

Wikimedia Conference 2016 გაიმართა ბერლინში, 22-24 აპრილს; ეს გახლავთ ვიკიმედის ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიკიმედიის მოძრაობის მომავალი თანამშრომლობის, სტრუქტურებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით. კონფერენციის მასპინძელი და ორგანიზატორია „ვიკიმედია გერმანია“ (WMDE) ფონდ ვიკიმედიასთან თანამშრომლობით. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფიდან კონფერენციაში მონაწილეობდა ბორდის წევრი Mikheil Chabukashvili.

სტეპანავანის ვიკიბანაკი

2016 წლის 27 ივლისიდან 6 აგვისტომდე, სომხეთის ქალაქ სტეპანავანში ჩატარდა ვიკიბანაკი მოზარდ ვიკიპედიელთათვის. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ქართული ვიკიპედიის ოთხმა რედაქტორმა: NaswKai, Nina1009, ნიკოლოზ ზივზივაძე, გიორგი რიჟვაძე; მათ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წარმომადგენელი Jaba1977 ხელმძღვანელობდა.

Wikimedia CEE Meeting 2016

CEE Meeting-ის ლოგო

Wikimedia CEE Meeting 2016 (#WMCEE2016) გახლდათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ვიკიმედიელთა მეხუთე ყოველწლოური შეხვედრა. ჩატარდა 27-29 აგვისტოს, სომხეთის ქალაქ დილიჯანში. შეხვედრის მასპინძელი და თანაორგანიზატორი იყო „ვიკიმედია სომხეთი“.

Wikimedia CEE Meeting-ზე ხდება პრეზენტაციების წარმოდგენა, იმართება ვორკშოპები ვიკიმედიის პროექტების შესახებ, რედაქტირების საუკეთესო პრაქტიკის გააზიარება, კონფლიქტების მენეჯმენტის, კომუნიკაციის, ფონდ ვიკიმედიის გრანტების სისტემის შესახებ.

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბორდის წევრები: Mikheil Chabukashvili, Jaba Labadze, David Asriashvili და Sandro Gambashidze.