Wikimedia Georgia/Reports/Wikimania 2025/Jaba1977

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 17 წელია ქართულენოვან ვიკიპედიაში ვარ, ნაირობის ვიკიმანია ჩემთვის ვიკიმანიასთან ურთიერთობის დასაწყისი იყო. დიახ 2025 წელს ჩემს ვიკიისტორიაში პირველად გავემგზავრე ვიკიმანიაზე.
ვიკიმანიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვიკიპედიელებს ხვდები და მათ გამოცდილებას იზიარებ. ვიკიმანია ჩემთვის პირველ რიგში არის შესაძლებლობა დააგროვო უამრავი გამოცდილება და შემდეგ ის გაუზიარო შენი მშობლიური ვიკიპედიის რედაქტორებს.
ვიკიმანიაზე ეცნობი ახალ ქვეყანას, აგროვებ მასზე ინფორმაციას და შემდეგ ამ ინფორმაციას იყენებ ისევ ვიკიმედიის პროექტებში. ვიკიმანია არის კარგი შესაძლებლობა მიიღო დიდი ცოდნა იმის შესახებ, როგორ მოვახდინოთ პროექტების პოპულარიზაცია, გავზარდოთ ცნობადობა ფართო საზოგადოებაში, როგორ იმუშაო ახალ მოხალისე რედაქტორთა მოსაზიდად; მე, როგორც ვიკიმედია საქართველოს ვიკიკლუბების კოორდინატორს, ეს ცოდნა განსაკუთრებით მადგება ყოველდღიურ საქმიანობაში.
ამ მხრივ გამონაკლისი არც ვიკიმანია ნაირობი ყოფილა, შეიძლება ითქვას, პირიქით — ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი იყო. შევხვდი არაერთ ძველ ნაცნობს და გავიცანი ახალი ვიკიმედიელები. დავესწარი სესიებს, რომლებიც განსაკუთრებით მაინტერესებდა. მათ შორის შემიძლია გამოვარჩიო სესიები GLAM-ის, Affcom update-ის, Heritage Guard Network-ის შესახებ.
წლევანდელ ვიკიმანიაში განსაკუთრებით მომეწონა გახსნისა და დახურვის ცერემონიები; განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია კენიის ტრადიციული კულტურის ნიმუშებმა.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვიკიმანიაზე მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებ ადგილობრივ ვიკისაზოგადოებას, როგორც ონლაინ, ისე პირადად. ვფიქრობ, ეს ვიკიმანიის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია.
ვიკიმანიაზე მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი პატარა და აქტიურად განვითარებადი ვიკისაზოგადოებისათვის, როგორიც არის ვიკიმედია საქართველო.