კონფიდენციალურობის პოლიტიკა/მოკლედ

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page Privacy policy/Summary and the translation is 100% complete.
Other languages:
Bahasa Melayu • ‎Deutsch • ‎Deutsch (Sie-Form)‎ • ‎English • ‎Esperanto • ‎Nederlands • ‎Tiếng Việt • ‎Türkçe • ‎català • ‎dansk • ‎eesti • ‎español • ‎euskara • ‎français • ‎galego • ‎italiano • ‎latviešu • ‎magyar • ‎norsk bokmål • ‎português • ‎português do Brasil • ‎svenska • ‎čeština • ‎Ελληνικά • ‎башҡортса • ‎български • ‎русский • ‎српски / srpski • ‎українська • ‎հայերեն • ‎ייִדיש • ‎العربية • ‎فارسی • ‎हिन्दी • ‎বাংলা • ‎ਪੰਜਾਬੀ • ‎తెలుగు • ‎ไทย • ‎ქართული • ‎中文 • ‎日本語 • ‎한국어
გინდათ თარგმნაში დაგვეხმაროთ? თარგმნეთ გამოტოვებული შეტყობინებები.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Wikimedia-logo.svg
ეს არის კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოკლე შინაარსი. სრული პოლიტიკის წასაკითხათ, დააჭირეთ აქ.
უარყოფა: ეს მოკლე შინაარსი არ არის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნაწილი და არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. ეს უბრალოდ ხელსაყრელი საშუალება კონფიდენციალურობის სრული პოლიტიკის გასაგებად. იფიქრეთ ამაზე, როგორც მომხმარებლებისთვის მეგობრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის ინტერფეისი.

იმის გამო, რომ ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ უნდა მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია თავისუფალი ცოდნის მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ:

ვინაიდან, ჩვენ გვინდა გავიგოთ როგორ გამოიყენება ვიკიმედიის საიტები, რათა ისინი გავაუმჯობესოთ თქვენთვის, ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც თქვენ:

ჩვენ ერთგულები ვართ:

იცოდეთ:

  • ნებისმიერი შინაარსი (კონტენტი), რომელსაც თქვენ დაამატებთ ან შეცვლით ვიკიმედიის საიტებზე, საჯაროდ და მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება.
  • თუ დაამატებთ შინაარსს (კონტენტს) ან შეიტანთ ცვლილებას ვიკიმედიის საიტებზე, სისტემაში შესვლის გარეშე, ეს შინაარსი ან ცვლილება საჯარო და მუდმივად დაარქივდება საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად; თქვენს მიერ შეტანილ შინაარსი ან ცვლილება დარეგისტრირდება იმ დროს გამოყენებული IP მისამართით, ნაცვლად მომხმარებლის სახელისა.
  • ჩვენი საზოგადოება, როგორც მოხალისე რედაქტორები და მონაწილეები, თვითმმართველი ორგანოა. ვიკიმედიის საიტების გარკვეული ადმინისტრატორები, რომლებიც საზოგადოების მიერ არჩეულნი არიან, იყენებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს მიწვდნენ ბოლოდროინდელ ინფორმაციებზე შეზღუდული სახით, რათა მათ დაიცვან ვიკიმედიის საიტები და შეასრულონ შესაბამისი პოლიტიკა.
  • კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა არ ვრცელდება ყველა იმ საიტზე და სერვისზე, რომელსაც მართავს ფონდი ვიკიმედია, რომლებსაც გააჩნიათ თავინათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა (მაგალითად ვიკიმედიის მაღაზია) ან საიტებზე ან სერვისებზე, რომლებსაც მართავს მესამე მხარე (მაგალითად მესამე მხარის მიერ მართვადი დეველოპერული პროექტი ვიკიმედიის ქლოუდ მომსახურება).
  • როგორც ჩვენი მსოფლიო მასშტაბით განათლებისა და კვლევებისადმი ვალდებულების ნაწილი, ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას საზოგადოებას, რომელიც არ შეიცავს საჯარო და არაპირადულ ინფორმაციას.
  • ფონდ ვიკიმედიის და სხვა მომხმარებლების დაცვის მიზნით, თუ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, არ გამოიყენოთ ვიკიმედიის საიტები.