User:Ilurioni

From Meta, a Wikimedia project coordination wiki

მეჯუდის ხეობა.[edit]

მეჯუდის ხეობა მდებარეობს შიდა ქართლში. ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტებში.დღეს შედის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში(ძირისის მთიდან, სოფელ ღრომამდე) ხეობას ქმნის მდინარე მეჯუდა, რომელიც სათავეს ხარულის ქედიდან, კერძოდ ძირისის მთიდან იღებს. ხეობა ისტორიულად ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა და ხშირად გამხდარა ბრძოლების ასპარეზიც, დვალ-ოვსებსა და ერისთავთ შორის. ხეობა ისტორიულად ქართველებით, შემდგომში ოსებით არის დასახლებული. ხეობის უდიდესი სოფელია, სოფელი მეჯვრისხევი - მეჯუდისპირი. ხეობის ზემოწელში არსებული სოფლები დღესდღეობით დაცლილია მოსახლეობისგან, ან მათი რაოდენობა მცირეა. სოფლები, რომლებიც ხეობის ზემოწელში მდებარეობენ და საქართველოს იურისდიქცია მათზე არ ვრცელდება: აშატური, დვალიანთკარი, ისროლის ხევი, ჯავახთა, არდისი, ქუჯიანი, ქაშჭალა, წალაიყაუ, ბირაღთა, ბიცენთა, თოთითა, არკინარეთი, ბენდერი, ახალისა, ქვემო ბიყარი, ზემო ბიყარი, მახისი, ივრეთი, გორათი, ანდორათი, დიდი ღრომი, პატარა ღრომი, კიტრიული.