Wikimedia Georgia/Bylaws-ka

From Meta, a Wikimedia project coordination wiki

მუხლი 1[edit]

ზოგადი დებულებები[edit]

  • 1.1. "ვიკიმედია საქართველო" (შემდგომში "ორგანიზაცია") წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
  • 1.2. იურიდიული მისამართი: რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზ. კორპ. 30 ბ. 107
  • 1.3. "ვიკიმედია საქართველო" წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. "ვიკიმედია საქართველოს" ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე "ვიკიმედია საქართველო" არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ვალდებულებებისათვის.
  • 1.4. "ვიკიმედია საქართველოს" საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
    • ა) ცოდნის გაღრმავება (ცოდნის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ინიცირება და სტიმულირება, ცოდნის გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა)
    • ბ) ცოდნის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ქონებრივი და სხვა მდგომარეობისა.
    • გ) საქართველოს ხალხის მიერ დაგროვილი ცოდნის ასახვა ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარებისა და გავრცელებისათვის მოწოდებულ საერთაშორისო პროექტებში.
    • დ) ცოდნის შემქმნის, დაგროვების, განვითარებისა და გავრცელების ხელშემწყობი საინფორმაციო და სხვა ტექნოლოგიების შექმნის, გაღრმავებისა და გამოყენების თანადგომა.
    • ე) ცოდნის შემქმნის, დაგროვების, განვითარებისა და გავრცელების ხელშემწყობი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა.
  • 1.5. ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების რეალიზებას.
  • 1.6. "ვიკიმედია საქართველოს" საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას.

მუხლი 2[edit]

საზოგადოების დამფუძნებლები[edit]

  • 2.1. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:

მუხლი 3[edit]

წევრობა, წევრთა უფლებები და მოვალეობები[edit]

  • 3.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს ისე უცხოეთის ფიზიკური პირი.
  • 3.2. ორგანიზაციის წევრად მიღება ან წევრობიდან გასვლა ხდება წერილობით განცხადების საფუძველზე. გადაწყვეტილებას წევრის მიღების ან გარიცხვის შესახებ იღებს გამგეობა. გარიცხვის საფუძველია წინამდებარე წესდების დარღვევა ან/და სხვა საფუძვლის არსებობა.
  • 3.3. ორგანიზაციის წევრს აქვს უფლება:
    • ა) პირადად მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.
    • ბ) აირჩიოს და აირჩიონ ორგანიზაციის მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში.
    • გ) წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
    • დ) ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად ისარგებლოს კავშირის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, გამგეობის თანხმობით.
  • 3.4. ორგანიზაციის წევრი მოვალეა:
    • ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება.
    • ბ) შეასრულოს მმართველი ორგანოების გადაწყვეტილება.
    • გ) პროპაგანდა გაუწიოს ორგანიზაციის მიზნებს.
    • დ) არ გაახმაუროს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

მუხლი 4[edit]

ფორუმი[edit]

  • 4.1. ორგანიზაციის მმართველი ორგანოა "ვიკიმედია საქართველოს წევრთა ფორუმი" (შემდგომში "ფორუმი"), რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე ფორუმი შეიძლება მოწვეულ იქნას – ორგანიზაციის წევრთა 1/10-ის წერილობითი მოთხოვნით ან გამგეობის ინიციატივით, კრების დღის წესრიგის მითითებით.
  • 4.2. ფორუმის მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, მოკლეტექსტური შეტყობინებით, ელ-ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით და უნდა იყოს ჩანაწერი ვიკიმედიის ოფიციალურ ბლოგზე, ფორუმამდე ერთი კვირით ადრე მაინც, დღის წესრიგისა და კრების ადგილის მითითებით.
  • 4.3. ფორუმი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ორგანიზაციის წევრთა 2/3.
  • 4.4. ფორუმზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
  • 4.5. მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილია მაშინ, როდესაც საკითხი ფორუმის მოწვევისას შეტანილი იყო დღის წესრიგში.
  • 4.6. ფორუმის განსაკუთრბულ კომპეტენციას განეკუთვნება:
    • ა) ორგანიზაციის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა (გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების 2/3);
    • ბ) ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;
    • გ) ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება;
    • დ) გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.
    • ე) ამ წესდებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი 5[edit]

გამგეობა[edit]

  • 5.1. ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას.
  • 5.2. გამგეობა შედგება მუდმივი წევრებისაგან და, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი წევრებისაგან. მუდმივი წევრები არიან ორგანიზაციის დამფუძნებლები და ასევე ის პირები, რომელთაც მოქმედი მუდმივი წევრების გადაწყვეტილებით მიენიჭათ მუდმივი წევრის სტატუსი. გამგეობის დროებითი წევრები ფორუმის მიერ 2 წლის ვადით აირჩევიან ფორუმის ან გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. მათი არჩევა ხდება ამ წესდებით გათვალისწინებული ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის მიხედვით (4.3., 4.4., 4.5.).
  • 5.3. გამგეობის საქმიანობას განკარგავს ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელსაც გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრები ირჩევენ 1 წლის ვადით (გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების 2/3).
  • 5.4. გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით. გამგეობა იკრიბება ორგანიზაციის თავმჯდომარის საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედის მოთხოვნით.
  • 5.5. გამგეობის ინტერნეტ კონფერენცია ტარდება თვეში ერთხელ; თარიღსა და ზუსტ დროს წევრები წინასწარ ადგენენ კოლეგიალურად.
  • 5.6. გამგეობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გამგეობის გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. თუ კონსენსუსი არ შედგა, ტარდება კენჭისყრა. კენჭისყრაში ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავმჯდომარის აზრს.
  • 5.7. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
    • ა) ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება.
    • ბ) საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი კოორდინატორის არჩევა, აგრეთვე მათი გათავისუფლება.
    • გ) გამგეობის მიერ არჩეულ და დამტკიცებულ პირთა ანგარიშების მოსმენა.
    • დ) ორგანიზაციის წევრის მიღება.
    • ე) ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის ფორუმზე წარდგენა დასამტკიცებლად.
    • ვ) ორგანიზაციის თავმჯდომრის არჩევა 1 წლის ვადით
    • ზ) სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება ფორუმისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას
  • 5.8. გამგეობის ამჟამინდელი შემადგენლობაა:
    • მუდმივი წევრები:

მუხლი 6[edit]

თავმჯდომარე[edit]

  • 6.1. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის თავმჯდომარეს (შემდგომში — თავმჯდომარე), რომელსაც ამ წესდებით დადგენილი წესით ირჩევს გამგეობა.
  • 6.2. თავმჯდომარე:
    • ა) მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს მას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. კავშირის სახელით დებს ხელშეკრულებებს. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა საჭიროებს გამგეობის თანხმობას.
    • ბ) ფორუმს დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის საქმიანობის ძირითად

მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს, წლიური საქმიანობის ანგარიშს.

    • გ) ხელმძღვანელობს პროგრამებისა და პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას.
    • ე) ნიშნავს კოორდინატორს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს
    • ვ) უზრუნველყოფს ფორუმისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის.
    • ზ) უზრუნველყოფს ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას.
    • თ) მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.
    • ი) ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
  • 6.3. თავმჯდომარის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც აირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
  • 6.4. ორგანიზაციის თავმჯდომარეა:

მუხლი 7[edit]

ორგანიზაციის ქონება[edit]

  • 7.1. ორგანიზაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
  • 7.2. ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

მუხლი 8[edit]

ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა[edit]

  • 8.1. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:
    • ა) ორგანიზაციის ფორუმის გადაწყვეტილებით;
    • ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
    • გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
  • 8.2. ლიკვიდაციას ახორციელებს ორგანიზაციის გამგეობა;
  • 8.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 9[edit]

დასკვნითი დებულებები[edit]

  • 9.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
  • 9.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
  • 9.3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.