Jump to content

არჰავის ვიკიბანაკი 2024

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
This page is a translated version of the page Arhavi WikiCamp 2024 and the translation is 100% complete.

არჰავის ვიკიბანაკი 2024ვიკიმედია თურქეთის და ვიკიმედია საქართველოს ერთობლივი ვიკიბანაკი ვიკიმედიის პროექტების რედაქტორებისთვის. ბანაკი გააერთიანებს სტუდენტებს, მოხალისეებს, ვიკიპედიის და ვიკიმედიის სხვა პროექტების (ძირითადად, ვიკიმონაცემების, ვიკიწყაროსა და ვიკისაწყობის) რედაქტორებს, რათა ისინი ითანამშრომლონ, ისწავლონ და გაუზიარონ ცოდნა ვიკიმედიის მოძრაობასა და პროექტებზე.

ვიკიბანაკის მთავარი მიზანია მონაწილეებისთვის მეტი ცოდნის მიწოდება, რათა მათ შეიძინონ ვიკიმედიის პროექტებზე მუშაობის საჭირო უნარები. ეს მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს მომავალში დამოუკიდებლად განავითარონ ვიკიმედიის პროექტები და გააუმჯობესონ პროექტების კონტენტი. ასევე, ბანაკის მიზანია ორი ქვეყნის ვიკისაზოგადოებების დაახლოება უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პროექტებში გამოცდილების გაცვლის მიზნით.

ვიკიბანაკი გაიმართება 16-19 მაისს, თურქეთის ქალაქ არჰავიში. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს საზღვართან, ბათუმიდან 50 კილომეტრში.

მონაწილეობის ყველა ხარჯს მონაწილეთათვის თურქეთიდან და საქართველოდან, შესაბამისად დაფარავს ვიკიმედია საქართველო და თურქეთი.