უკრაინის კულტურული დიპლომატიის თვე

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page Ukraine's Cultural Diplomacy Month and the translation is 100% complete.
UEWikipedia.png

უკრაინის კულტურული დიპლომატიის თვე — სტატიების კონკურსი, რომელიც მიმართულია ვიკიპედიის სხვადასხვაენოვან პროექტებში უკრაინული კულტურის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად. პროექტი ვიკიმედია უკრაინის ორგანიზებითა და უკრაინის ინსტიტუტის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

უკრაინის კულტურული დიპლომატიის თვის მიზანია უკრაინის კულტურისა და ცნობილი პიროვნებების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება ვიკიპედიის სხვადასხვაენოვან პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომი თავისუფალი მასალების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდას. ვიკიპედიაში საკმაოდ ბევრ თემაზე არ მოიპოვება სტატიები და ამ კონკურსის დახმარებით, მომხმარებლებს, ნებისმიერ ენაზე უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენებზე სტატიების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ.

ცალკეული წლები