შემოწირულობები 2012/თარგმნა/AdrianneW-ის მიმართვა
1
მეჩვენებოდა, რომ მე ვერასოდეს დავამთავრებდი ამ უდიდეს რომანს, მაგრამ მე ის შემიყვარდა. მეხუთე კლასში ჩვენ დაგვავალეს ჩვენი თანაკლასელებისათვის ჩაგვეტარებინა ნებისმიერი გაკვეთილი ჩვენი სურვილით. მე ვკითხულობდი ლექციებს XIX საუკუნის ლიტერატურაში.
ამჟამად, როგორც თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, მე ინგლისური ენის პროფესორი ვარ. გარდა ამისა, მე შემაქვს წვლილი ვიკიპედიაში, ვარედაქტირებ სტატიებს ისეთ მწერლებზე როგორიცაა, „ფრანკენშტეინის“ ავტორი მერი შელი და „სიამაყე და ცრურწმენის“ ავტორი ჯეინ ოსტინი.
როდესაც მე ვმსჯელობ ჩემ სამუშაოზე ვიკიპედიაში, მე არ ვფიქრობ საკუთარ თავზე, როგორც იმაზე ვინც ინფორმაციას ამატებს; მე წარმოვიდგენ საკუთარ თავს როგორც მასწავლებელს. ვიკიპედიის საშუალებით მე შემიძლია გავავრცელო ცოდნა საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ. მხოლოდ გასული თვის განმავლობაში, სტატიას ჯეინ ოსტინის შესახებ 115000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა.
უნივერსიტეტში მე ხელი მიმიწვდება ინფორმაციის მრავალ ხარისხიან წყაროზე, მაგრამ ხალხის უმეტესობას არ შეუძლია ამ წყაროების გამოყენება, რომელიც დამალულია ფასიანი გამოწერის სისტემებში. ვიკიპედიის რედაქტირებით, მე ვცდილობ ამ უსამართლობის გამოსწორებას.
მე მომწონს სიახლეების გაგება. ყოველთვის არის რაღაც სასწავლი. აი რატომ მწამს ასე მტკიცედ, რომ ცოდნა ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
მეთანხმებით? მაშინ, გთხოვთ, შემომიერთდეთ ვიკიპედიის დახმარებაში.
Bio
ადრიანის კვლევები ფოკუსირებულია XVIII საუკუნის ბრიტანულ ლიტერატურაზე.მეცნიერების კანდიდატის ხარისხზე დისერტაციის დაცვის შემდეგ „ციფრული განათლებისა და აღმოჩენის“ სფეროში, ის ეხმარება თავის კოლეგებს მათ საგანმანათლებლო პროგრამაში ვიკიპედიის ინტეგრაციისათვის საჭირო ახალი გზების მოძიებაში.