Fundraising 2010/Appeal/ka

From Meta, a Wikimedia project coordination wiki

ათი წლის წინ ჯერ კიდევ ბევრი მიყურებდა დამცინავი ღიმილით, როდესაც საზოგადოებაში ვიკიპედიის შესახებ საუბარს ვცდილობდი.

მოდით, დავიწყებ იმით, რომ ზოგიერთი ბიზნესზე ორიენტირებული პიროვნება სკეპტიკურად უყურებდა თვით იმ მოსაზრებასაც კი, რომ ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეიკრიბებოდნენ და ერთობლივად შექმნიდენ ცოდნის მნიშვნელოვან წყაროს — კაცობრიობის ცოდნის უდიდეს საგანძურს — და ეს ყველაფერი სულ უბრალო მიზეზით, მხოლოდ ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარების სურვილით მოხდებოდა.

არანაირი რეკლამა. არანაირი იმედი ფულის მიღებისა. არანაირი მოქმედების სქემა.

მისი შექმნიდან მხოლოდ ერთი დეკადა გავიდა, და უკვე 380 მილიონი ადამიანი იყენებს ვიკიპედიას — ეს არის ინტერნეტთან დაკავშირებული მსოფლიოს მესამედი.

ვიკიპედია მსოფლიოში პოპულარობით მეხუთე საიტია. დანარჩენი ოთხის შექმნაში, განვითარებასა და გავრცელებაში ჩაიდო მილიარდობით დოლარი და მუშაკთა უზარმაზარი შტატების საქმიანობა.

მაგრამ ვიკიპედია როდია ჩვეულებრივი კომერციული პროექტი. ეს არის საზოგადოების ქმნილება, შექმნილი მოხალისეთა მიერ, რომლებიც რედაქტირებას ხანდახან აკეთებენ. თქვენც ჩვენი საზოგადოების წევრი ხართ. და დღეს მე მოგმართავთ თქვენ ვიკიპედიის დაცვისა და წაშველების თხოვნით.

ერთად ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ უფასო და რეკლამისგან სრულიად თავისუფალი ვიკიპედია. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იგი მოქმედი — თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკიპედიის ინფორმაცია თქვენი სურვილისამებრ. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მისი განვითარება — ცოდნის ყველგან გავრცელებით და ყველა ადგილიდან მონაწილეთა მოზიდვით.

ყოველი წლის ამ დროს ჩვენ მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ მცირე შემოწირულობით — $20, $35, $50 ან მეტით.

თუკი თქვენ თვლით ვიკიპედიას ინფორმაციის წყაროდ, ან შთაგონების წყაროდ, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ამწამსვე იმოქმედებთ.

საუკეთესო სურვილებით,

ჯიმი უეილსი

ვიკიპედიის დამფუძნებელი

P.S. ვიკიპედია არის ჩვენნაირი ადამიანების მიერ საოცრების გაკეთების ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენნაირი ადამიანები წერენ ვიკიპედიას, მცირე სიტყვა დროის მცირე მონაკვეთში. ჩვენნაირი ადამიანები ეხმარებიან ვიკიპედიას – მცირე შემოწირულობით დროის მცირე მონაკვეთში. ასე რომ, ვიკიპედია არის ჩვენი, უბრალო ადამიანების მიერ მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.